15:17 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-08 21:11:25, 1804 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრამატორსკის დაბომბვას შურისძიება უწოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან „საპასუხო ოპერაცია“ ჩაატარა მაკეევკაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უკრაინის თავდასხმის საპასუხოდ.

საუბარია რუსეთის მიერ 8 იანვრის ღამეს კრამატორსკის დაბომბვაზე. დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს თქმით, სულ შვიდი დარტყმა იქნა მიყენებული. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სასწავლო დაწესებულების შენობები, სამრეწველო ობიექტი და ავტოფარეხის კოოპერატივი. კირილენკომ თქვა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ რუსეთი სხვა მონაცემებს ასახელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვა განხორციელდა უკრაინელი სამხედროების დროებითი განლაგების ადგილებზე: საერთო საცხოვრებელში No28 და No47. სააგენტო ამტკიცებს, რომ იმ დროს პირველში 700-ზე მეტი სამხედრო იყო, მეორეში 600-ზე მეტი.

კრამატორსკის საკრებულომ დაბომბვის ადგილიდან ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი აჩვენებენ, რომ ჭურვები სკოლისა და ჰოსტელის შენობებში კი არ შემოფრინდა, არამედ მათ გვერდით.

დონეცკის ოლქის მაკეევკაში 19-ე პროფესიული სასწავლებლის შენობას უკრაინის არმია 1 იანვარს ღამით თავს დაესხა. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ შედეგად შესაძლოა 400-მდე ადამიანი დაღუპულიყო, 300-მდე კი დაშავებულიყო. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 89 ადამიანის გარდაცვალება აღიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics