15:37 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-08 17:15:55, 2242 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ხერსონი აკრძალული საბრძოლო მასალით დაბომბა - იანუშევიჩი

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, რუსებმა ხერსონი აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს

იანუშევიჩი ამბობს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ტავრისკის უბანს. მათ თავდასხმისთვის ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. საბედნიეროდ, რაშისტების ამ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია“, - ამბობს იანუშევიჩი.

როგორც უკრაინული მედია წერს, ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა აკრძალულია - მათი გამოყენება ქალაქებში ან მის მახლობლად არ შეიძლება. აღნიშნული ტიპის საბრძოლო მასალის გამოყენება სამხედრო ობიექტებზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ისინი სამოქალაქო ადგილებიდან დაშორებულია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics