20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 16:14:41, 917 ნახვა

პოლიტიკა
ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება, არ ვიცით რას უნდა ველოდოთ, საფრთხე ძალიან მაღალია”, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ უკრაინულ გამოცემა “ერთიან მარათონთან”, საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაკონსპექტებულია პროფესიონალი ადამიანებით, საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან და ამაში ხელისუფლების ხელწერას ხედავენ. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოჯანმრთელება სჭირდება და დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო მკურნალობას მიიღებს.

“მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ მოვინახულე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 12 დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, გაუარესდა. ეს ადამიანი დღეს 72 კილოგრამს იწონის, მის სიმაღლესთან შედარებით, ეს წონა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ამ მდგომარეობაში ის უკვე 2 თვეა იმყოფება, მას გადაადგილება ყოველდღიურად უჭირს. ექსპერტების ჯგუფი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, სავარაუდოდ, მისი მოწამვლის თარიღიც რუსთავის ციხიდან ციხის საავადმყოფოში გადაყვანის პერიოდს უკავშირდება. ეს იყო ნამდვილი წამება, ეს კადრები ყველამ ნახა, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საქართველოს მთავრობის მიერ მასთან დაშვებული საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი საუბრობს, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების ზეწოლისა და ჩვენი პარტნიორების მოთხოვნის შემდეგ მოხდა. ექსპერტთა ჯგუფში ძალიან ცნობილი და პროფესიონალური ადამიანები შედიან.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება, არ ვიცით რას უნდა ველოდოთ, საფრთხე ძალიან მაღალია, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, თუ ეს განმეორდება, რა შედეგით დასრულდება არავინ იცის. საუბარი არაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მას გადარჩენა სჭირდება. დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო მკურნალობას მიიღებს", - განაცხადა ნაყოფიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics