|
2023-01-06 12:40:16, 1396 ნახვა
მსოფლიო
ნედ პრაისი - პუტინი ცდილობს დაისვენოს, გადაჯგუფდეს და საბოლოოდ ხელახალი შეტევები დაიწყოს
ეს არის ცინიკური - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი რუსეთის მიერ ე.წ. საშობაო ზავის ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. პრაისის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს სურს მსოფლიო მოატყუოს და პაუზა ხელახალი შეტევების დასაწყებად გამოიყენოს. "ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ცინიკური. რატომ? - იმიტომ, რომ ახლა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მის სამოქალაქო ცენტრებზე საახალწლო თავდასხმები განახორციელა, ჩვენ ნაკლებად გვჯერა ამ განცხადების მიღმა არსებული განზრახვის. ყველამ მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის სიტყვები, სადაც ის შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსები შეეცდებიან, დროებითი პაუზა ბრძოლაში დასვენებისთვის, გადაჯგუფებისა და საბოლოო ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ. თუ რუსეთს ნამდვილად ჰქონდა სურვილი მშვიდობის დამყარებისა და ომის დასრულების, ის ჯარებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან გაიყვანდა. პუტინს სურს, მოატყუოს მსოფლიო და საზოგადოება. გრძელდება თუ არა ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა მართლმადიდებლურ შობასთან დაკავშირებით - ეს რა თქმა უნდა, არის კითხვა, რომლის პასუხიც ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთს აქვს. როგორც ჩანს, ეს არის მცდელობა გააგრძელოს ის, რაც უკრაინელ ხალხს თითქმის ერთი წლის განმავლობაში უკვე მიაყენა. ის ცდილობს დაისვენოს, გადაჯგუფდეს და საბოლოოდ ხელახალი შეტევები დაიწყოს", - განაცხადა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)