|
2023-01-05 18:44:04, 1652 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - თუ პუტინი მოიგებს უკრაინაში, ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის. თუმცა ასევე საშიში იქნება ჩვენთვისაც
თუ პუტინი მოიგებს უკრაინაში, ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის. თუმცა ეს ასევე საშიში იქნება ჩვენთვისაც. მესიჯი პუტინისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს ჩვენ უფრო მეტად დაუცველებს გაგვხდის. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივან იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ომები არაპროგნოზირებადია, აქედან გამომდინარე შეუძლებელია ითქვას თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, თუმცა მოცემულობის მიხედვით ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან სრულდება და მაღალია ალბათობა იმისა, რომ ეს ომიც ასე დასრულდება. "თუ პუტინი მოიგებს უკრაინაში, ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის. თუმცა ეს ასევე საშიში იქნება ჩვენთვისაც. მესიჯი პუტინისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს ჩვენ უფრო მეტად დაუცველებს გაგვხდის. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ტირანია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია ითქვას, როდის, ან როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. თუმცა რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით ისაა, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან სრულდება. მაღალი ალბათობით, ესეც ასე დასრულდება. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ ძალაზე ბრძოლის ველზე. ასე, რომ თუ ჩვენ გვსურს მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევა, ისე, რომ უკრაინა გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, აქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. რეალურად, იარაღი მშვიდობისკენ გზაა." - განაცხადა სტოლტენბერგმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)