18:25 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 13:54:48, 1035 ნახვა

პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიუროს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს.

"პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და საკონკურსო კომისია შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის N304-ე ბრძანებით,  კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:

  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე;
  • პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე;
  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე;
  • გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე;
  • სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე;
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი.

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს",- აღნიშნულია ინფორმაციში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics