18:24 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 13:06:10, 1817 ნახვა

ომი უკრაინაში
რუს პატიმრებს, რომლებიც უკრაინის ომში მონაწილეობენ ნასამართლეობა მოეხსნათ

სამხედრო შენაერთი ვაგნერის მეომრებს, რომლებიც ციხიდან იყვნენ წაყვანილები, ნასამართლეობა მოეხსნათ.  პატიმრები იყვნენ რუსეთის სხვადასხვა კოლონიებიდან, რომელსაც "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი პირადად აგროვებდა ომში მონაწილეობისთვის.

ციხეებიდან გათავისუფლების წინაპირობა იყო, უკრაინასთან ომში 6 თვიანი მონაწილეობა.

"ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც შევიმუშავეთ ჩვენი კონტრაქტი პატივით და ღირსებით. ჩვენ შევიმუშავეთ ისე, როგორც ცოტა ადამიანი მუშაობს", - ამბობს პრიგოჟინი სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ვიდეოში ყოფილი პატიმრების სახეები რეტუშირებულია. პატიმრებმა უპასუხეს ჟურნალისტის შეკითხვას სამომავლო გეგმების შესახებ, მათ განაცხადეს, რომ "ისინი დაბრუნდებიან, რათა დაასრულონ ის, რაც დაიწყეს". - „ეს აღარ არის სამუშაო, ეს არის ცხოვრება“, აშკარად ისმის ერთ-ერთი ვაგნერელის ხმა.

ფრონტზე დამსახურებისთვის ნასამართლობის ადრეული მოხსნა იყო ერთ-ერთი დაპირება, რომელიც პრიგოჟინმა პატიმრებს მისცა მათი გაწვევის დროს.

გასული წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს მობილიზაციის შესახებ კანონში, რომლითაც გააუქმა სამხედრო სამსახურში გაწვევის აკრძალვა, რათა მობილიზებულიყვნენ გამოუსწორებელი ან მსჯავრდებული მოქალაქეები უმძიმესი დანაშაულისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში პატიმრების ფრონტზე დაკომპლექტება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ცვლილებების ხელმოწერა - თითქმის მაშინვე სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics