|
2023-01-04 11:00:16, 1829 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ზაპოროჟიეში 260-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა
ზაპოროჟიეს ოლქის 4 დასახლებაში 260-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, უკრაინამ ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი და 10-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. ”2 იანვარს, მტრის დამარცხება დადასტურდა ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგისა და ვასილიევკას დასახლებებში. განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებული და დაჭრილია 260-მდე შეიარაღებული სამხედრო რუსეთის ფედერაციის ძალებში", - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნულს წინ ხერსონის ოლქის სოფელ ჩულაკოვკასთან მომხდარი შემთხვევა უძღოდა, რა დროსაც დაიღუპა ან დაიჭრა 500-მდე რუსი ჯარისკაცი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)