|
2023-01-04 10:47:36, 1706 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - მაკიივკაში დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა, მათ შორის არის პოდპოლკოვნიკი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მაკიივკაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი სევრიუკოვის ინფორმაციით, დაიღუპულთა შორის არის პოლკის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩურინი. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამინისტრო მომხდარში საკუთარ ჯარისკაცებს ადანაშაულებს, რადგან როგორც სევრიუკოვი ამბობს, შემთხვევის მიზეზი სამხედროების მიერ, აკრძალვის მიუხედავად, მობილური ტელეფონების გამოყენება იყო, რაც უკრაინელებს რუსი სამხედროების კოორდინატების გარკვევაში დაეხმარა. „ამ ფაქტორმა მტერს საშუალება მისცა დაედგინა და განესაზღვრა სამხედრო პერსონალის ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად“, - თქვა სევრიუკოვმა. გარდა ამისა, სევრიუკოვმა თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს HIMARS გამშვები მოწყობილობა, საიდანაც უკრაინული ჯარები თავს დაესხნენ მაკიივკას. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაკიივკაში რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე იერიში 1-ელ იანვარს მიიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)