|
2023-01-04 09:47:23, 1753 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტერორისტების ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს, ეს საბოლოო დამარცხება იქნება
რუსეთი მობილიზებას ახდენს იმ ადამიანების, ვისაც სასიკვდილოდ იმეტებს, ჩვენ ცივილიზებული სამყაროს მობილიზებას ვახდენთ სიცოცხლისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ტერორისტული სახელმწიფო ეცდება, სიატუაცია შემოაბრუნოს და დამარცხება გადაავადოს, თუმცა უკრაინის გეგმაა, ეს რუსული სცენარი ჩაშალოს. „ეჭვიც არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონები ყველაფერს და ყველას გამოიყენებენ, ომში სიტუაციის შემობრუნებასა და დამარცხების გადადებას შეეცდებიან. უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ჩვენ ვემზადებით ამისთვის. ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)