19:49 - 09 Aug, 2026
|
2023-01-03 17:34:15, 1798 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის, ქალაქი კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კირილენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა. „რუსებმა კურახოვოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს - მათ საცხოვრებელ უბანს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა. ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა კირილენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)