|
2023-01-03 11:35:39, 1648 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ჩულაკოვკასთან ოკუპანტების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლებულ პუნქტთან ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, თავდასხმის შედეგადაც რუსების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. „31 დეკემბერს, ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლების მიმდებარედ, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და სამხედრო აღჭურვილობაზე იერიში მიიტანეს. მტრის დანაკარგებმა 500-მდე დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცი შეადგინა“,- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, 1-ელ იანვარს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლების ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს რუს სამხედროებს. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)