|
2023-01-02 11:36:26, 1771 ნახვა
ომი უკრაინაში
ასობით რუსი მობილიზებული დაიღუპა მაკევკაზე საარტილერიო დარტყმის დროს
1 იანვრის ღამეს დონეცკის ოლქის ანექსირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი მაკიივკა სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოჰყვა, რის შედეგადაც 19-ე პროფესიული სასწავლებელი, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეგრამის არხზე იუწყება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, თავდასხმას 400-მდე რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა. უკრაინული მედია წერს, რომ მობილიზებულები პროფესიული სასწავლებლის შენობაში იყვნენ განლაგებული. Readovka-ს გამოცემა იუწყება, რომ დარტყმა HIMARS MLRS-დან იქნა მიყენებული. ანექსირებული დონეცკის ე.წ რესპუბლიკის წარმომადგენლებმა TASS-ს დაუდასტურეს დარტყმა და განაცხადეს, რომ დაშავდა 15 ადამიანი. მსგავსი პოსტები ასევე გამოჩნდა ტელეგრამის სხვა არხებზე, მათ შორის VGTRK-ის რეპორტიორის ალექსანდრე სლადკოვის, სამხედრო კორესპონდენტის ბორის როჟინის და მოსკოვის საქალაქო დუმის ვიცე-სპიკერის ანდრეი მედვედევის არხზე.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)