|
2022-12-31 16:09:01, 1902 ნახვა
საზოგადოება
„მეგობრობა ომზე დიდხანს გასტანს“ - როგორ და რით დაეხმარა საქართველო უკრაინას
სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო - ამ უკანასკნელმა რუსეთ-უკრაინის ომი გულთან ყველაზე მეტად ახლოს მიიტანა, მაგრამ გასათვალისწინებელი მხოლოდ ერთ რამ აღმოჩნდა, საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, კიევი ამ სიტუაციაში საქართველოსგან მეტს ელოდა. თუ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის რუსეთი მოკავშირე და პარტნიორია, რომელიც მონაწილეობს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, მაშინ საქართველოსთვის ის „აგრესორი“ და „ოკუპანტია“, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიითვისა. უკრაინის მიმართ სოლიდარობა ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა.
საქართველოდან რეგულარულად იგზავნებოდა და იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება, ქვეყანა იღებს უკრაინელ ლტოლვილებს და ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიების ერთ-ერთი ინიციატორი გახდა. მაგრამ ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება ფრთხილი აღმოჩნდა და ღიად არ ეწინააღმდეგება რუსეთს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება ანტირუსულ სანქციებს, რადგან ამან შესაძლოა ქვეყანა რისკის ქვეშ დააყენოს. თავად რუსეთმა მოულოდნელად გააუქმა საქართველოსთვის რძის პროდუქტებზე დაწესებული სანქციები, თუმცა როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს, ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2020 წელს შევიდა. თავად უკრაინა არ მალავდა იმედგაცრუებას საქართველოს მისამართით. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა თამამად უსაყვედურა ქართველ კოლეგებს და განაცხადა, რომ სანქციების მოხსნა შემთხვევითი არ იყო, რომ თბილისს არ სურდა უკრაინის სრული მხარდაჭერა და საქართველოში რძის პროდუქტების 15 კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნას უფრო მეტი ფასი აღმოაჩნდა, ვიდრე საქართველო-უკრაინის ათასწლიან მეგობრობას, მრავალწლიან ერთობლივ ბრძოლას და ორმხრივ მისწრაფებებს. უკრაინული მხარის ამ და სხვა პრეტენზიებმა განაპირობა ის, რომ მარტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა უკრაინის ელჩი თბილისიდან გაეწვია. რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო მაინც შეუერთდა სანქციებს, ანუ საქართველომ არ დააწესა საკუთარი სანქციები, არამედ ნაწილობრივ მხარი დაუჭირა საერთაშორისოს - მაგალითად, რუსი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფინანსური ოპერაციები შეეზღუდა. აღნიშნული უთანხმოებების მიუხედავად, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარების პროცესში ქართული კომპანიები პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო უწყებამ 27 თებერვალს, გამოაქვეყნა იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ გადადგა. პირველი ნაწილი მოიცავს საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში:
მეორე ნაწილში თავმოყრილია უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებები, მათ შორის, Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ დაწერილი პოსტები. მესამე ნაწილში, რომლის სათაურიც „ჰუმანიტარული დახმარება და სოლიდარობაა", უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ნახავთ უკრაინის დროშის ფერებში თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის განათების ფაქტის აღნიშვნასაც.
ამასთან, სულ ცოტახნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გენერატორების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების შესრულება უმოკლეს ვადაში დაევალა. გენერატორების ზუსტი რაოდენობა და მათი შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ჯერ არ დასახელებულა. ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყებიდან საქართველოს მთავრობა არასოდეს უგულებელყოფდა უკრაინის დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. მისივე თქმით, საქართველომ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის სულ 32 მილიონი ლარი (12 მილიონ დოლარამდე) დახარჯა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)