|
2022-12-31 11:44:35, 2247 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი რუსებს - ერთი კვირა დაგრჩათ, სანამ რუსეთი საზღვრებს დაკეტავს და მობილიზაციის ახალ ტალღას დაიწყებს
რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა რუსებისადმინ მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. რეზნიკოსვის თქმით, იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს და შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს. „ახალი წლის წინ მე მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ. პირველ ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის მსხვილი ქალაქების მცხოვრებლებს. მე ზუსტად ვიცი, თქვენ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ, მანამდე ჯერ კიდევ არის რაღაც არჩევანი. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს საზღვრებს მამაკაცებისთვის, შემდეგ კი საომარ მოქმედებას გამოაცხადებს და მობილიზაციის ახალ ტალღას დაიწყებს. საზღვრები დაიკეტება ბელარუსშიც“,- განაცხადა რეზნიკოვმა. რეზნიკოვმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი გზით თავი აარიდონ მობილიზაციას. „ომი თუკი გაჭიანურდება, პირადად თქვენთვის გაიზრდება შანსი, რომ დაიღუპოთ, რადგან მობილიზაციის ახალ ტალღას მომდევნო მოჰყვება, შემდეგ - კიდევ. ხოლო მას, ვინც ბუნკერში ზის, არ ადარდებს, რამდენი რუსი დაიღუპება. მთავარია, რომ მათამდე ვერ მიაღწიონ“,- დასძინა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)