|
2022-12-31 11:07:19, 1638 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს
ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზალუჟნის თქმით, მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვა უკრაინის მხრებზეა. „ჩვენ ომი არ აგვირჩევია. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბრძოლა. თავად ღმერთი ჩვენ მხარესაა. მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვა ჩვენი და ჩვენი ახლობლების მხრებზეა. ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს. თუმცა, ჩვენ გვექნება საკმარისი ძალა მტრის დასამარცხებლად. ბრძოლაში იბადება ერი. უფალმა გფარავდეთ, ნათესავებო! ყველას ვინც ჩვენს რიგებშია, ვინც ახლა ჩვენს პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი დამცველების ნათესავ-მეგობრებს. ყველას, ვინც ლოცულობს, სწამს, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს - გილოცავთ ახალ წელს და შობას ყველას, ვინც ჩვენთან ერთად დგას მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ!",- განაცხადა ზალუჟნიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)