|
2022-12-31 09:46:36, 1373 ნახვა
საზოგადოება
ტურიზმი თუ მიგრაცია? - პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსები საქართველოში
მოსახლეობის ტერიტორიული მობილობა საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტია. შესაბამისად მიგრაცია, ალბათ, ზუსტად იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც კაცობრიობა. მიუხედავად ამისა, ის არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს. წლებთან ერთად ქვეყნებს შორის საზღვრები თითქმის ქრება და მიგრაციაც მარტივდება, ამიტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელს მსოფლიოში საგრძნობლად იმატა მიგრაციის მაჩვენებელმა. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შედეგად, მსოფლიო დევნილთა დიდი ტალღის ქვეშ მოექცა. სიტუაცია განსაკუთრებით გამძფრდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, როდესაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გაიცა და მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება მასიურად დაიწყო. მხოლოდ საქართველოში, ყოველდღიურად ლარსის გამშვები პუნქტი 10 000-ობით რუსეთიდან შემოსულ დროებით თუ მუდმივ იმიგრანტს იღებდა, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოციალური და ეკონომიკური კუთხით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სექტემბრის მონაცემებით 69 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ამასთან, საქართველოსგან განსხვავებით, მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია სომხეთს და აზერბაიჯანს. შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, საქართველოში 121 454 რუსი შემოვიდა. სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან 347%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა. კერძოდ, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან 121 454, გასულ წელს კი - 27 186 ადამინი შემოვიდა.
გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოდინებაში პრობლემას ვერ ხედავდა და მიესალმებოდა ტურისტების შემოსვლას. „რა არის ამაში პრობლემა? რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ომს არ იწყებს, ომში არ ერთვება და მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება. ასევე, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ჩვენ ტურისტების შემოდინებას მივესალმებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე პიროვნება ან კომპანია სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კონსტიტუციაც და კანონიც“,- განაცხადა კალაძემ. კახა კალაძისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა და გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ე.წ. საოკუპაციო შენატანი დაუწესდეთ, რაც 1 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ შემომსვლელთა რიცხვმა პიკს 17-27 სექტემბრის პეროდში მიაღწია. შსს-მ ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთიდან შემოსულ და გასულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა: • 17 სექტემბერს 6986 - 7406 რუსეთის მოქალაქემ. • 18 სექტემბერს 6606 - 6743 რუსეთის მოქალაქემ. • 19 სექტემბერს 6411 - 6782 რუსეთის მოქალაქემ. • 20 სექტემბერს 5603 - 6199 რუსეთის მოქალაქემ. • 21 სექტემბერს 6402 - 6011 რუსეთის მოქალაქემ. • 22 სექტემბერს 6150 - 6050 რუსეთის მოქალაქემ. • 23 სექტემბერს 9307 - 6214 რუსეთის მოქალაქემ. • 24 სექტემბერს 9330 - 6249 რუსეთის მოქალაქემ. • 25 სექტემბერს 11 143 - 5519 რუსეთის მოქალაქემ. • 26 სექტემბერს 10 804 - 4947 რუსეთის მოქალაქემ.
რუსეთის მოქალაქეების მომატებული შემოდინების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს, რადგან მანამდე არსებული რეჟიმი ლიბერალურია და შესაძლოა, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. კიშინიოვში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზურაბიშვილმა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ყველა კონტროლის მექანიზმია გამოყენებული, რათა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა არ იქცეს საფრთხედ. „რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა, არ ვიტყოდი საფრთხე, მაგრამ გამოწვევაა. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღევანდელ დღეს გამოწვეული პირობებიდან, რაც არსებობს რუსეთში, ჩამოდიან საქართველოში, ბრუნდებიან, მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, რომ საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ყველა კონტროლის მექანიზმია გამოყენებული იმისთვის, რომ არ გაჩნდეს საფრთხე და ამისთვის, მგონი მეტი კომუნიკაცია, ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი რეალურად გათვალისწინებულია ხელისუფლების მიერ და ყველა ზომებია მიღებული. ასევე, არაა გამორიცხული მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც არის საკმაოდ ლიბერალური დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის გადასაწყვეტი ხელისუფლების მიერ და საზოგადოებასთან ერთად, მისი ინფორმირებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების პირველი ნაკადი, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე შემოვიდა, რამდენიმე სეგმენტად იყოფოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ, უფრო მეტნი იყვნენ ადამიანები, რომელთაც რუსეთში შეექმნათ პრობლემები, მათ შორის ბიზნესში, და იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ აბსოლუტურად კონკრეტული მიზნებით - მათი ამოცანა იყო საქართველოში შექმნილიყო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რუსეთის პრობლემები გადაეწყვიტათ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლით ფინანსური ნაკადების მართვა. რუსეთის მოქალაქეების ამ შემოდინების ფონზე ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემა უფრო გამწვავდა. ყოველდღიურად ამდენი მანქანის რუსეთიდან შემოსვლამ ასევე სერიოზული პრომლემა შექმნა. საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებზე ვრცელდება ქვეყნის კანონმდებლობა და თუ რამეს ვაშავებთ, ვისჯებით კიდეც, მაგრამ ამისგან სრულიად გათავისუფლებულია უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანები. რასაც უნდა დააშავებენ და პასუხს არ აგებენ. საბოლოოდ კი, თუ ყველა კომპონენტს შევაჯამებთ, ის, არც დღეს ხდება, ეს არის დიდი გამოწვევა საქართველოსთვის, მოუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ არაფერი ხდება და თურმე როდესაც ვაპროტესტებთ რუსების შემოსვლას, ქვეყნის განვითარებას ვუშლით ხელს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)