|
2022-12-30 20:15:00, 1339 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს
წარმოუდგენელია, რაც ახლა სააკაშვილის გარშემო ხდება - რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს. განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არიან დაქირავებული პროპაგანდისტული ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ოდენობით თანხას ხარჯავენ, იმ პროპაგანდის გასავრცელებლად, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს წამლავენ და ციხეში კლავენ. "წარმოუდგენელია, რაც ახლა სააკაშვილის გარშემო ხდება - რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს. არათუ მისი ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ედარდებათ, მისი სიცოცხლეც კი. თავის პროპაგანდისტურ აქტივობებში მოწამვლა, დამძიმება, პუტინის გვარი შემოიტანეს და დაიქირავეს უშველებელი პროპაგანდუსტული ორგანიზაცია, სადაც ფულს ხარჯავენ, მსოფლიოს ეუბნებიან, რომ მოწამლული სააკაშვილი უნდა მოკვდეს და ასე შემდეგ. აქ არ არის მხოლოდ რეჟიმის დაცვის აუცილებლობა, არამედ აქცენტი გასაკეთებელია მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. მეტიც, ხაზგასასმელი სწორედ ეს ნაწილია, სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს მოწამვლის თემის გარშემო სრული თაღლითების შეკრება აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას" - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)