11:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 16:20:16, 1678 ნახვა

საზოგადოება
წელის ორთოპედიული ქამრები „ახალი ხედვისგან“

წელზე არსებული პრობლემების დროს პაციენტები აქტიურად იყენებენ წელის ქამრებს. ამ პროდუქტებს მრავალმხრივი ფუნქცია-დანიშნულება და გამოყენების წესი აქვთ. წელის ქამრები გამოიყენება სხვადასხვა დაავადების როგორც სამკურნალოდ, ისე რეაბილიტაციის პროცესში და სხვადასხვა დაზიანების პრევენციისთვის.  ისეთი, დაავადებების დროს, როგორიცაა: ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი, სქოლიოზი და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობა, ძირითადად, მყარჩანართიან წელის კორსეტები გამოიყენება, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად მატყლის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის ქამარი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქრი, ამ შემთხვევაში ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება. იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ, თუ როგორი სახის წელის ქამარი გჭირდებათ, საჭიროა, რომ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და მისი რეკომენდაციის შესაბამისად შეიძინოთ თქვენზე მორგებული წელის კორსეტი. ამ პროდუქტების დეტალური დათვალიერება შეგიძლიათ კომპანია “ახალი ხედვის” საიტზე. გარდა ამისა, უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების წელის ქამრების ნახვა როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ისე ყველა არსებულ ფილიალშია შესაძლებელი. მათი მწარმოებელია საერთაშორისო  ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის, ის საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს ორთოპედიული მიმართულებით. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე  მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერაა აღიარებული. წელის ქამრების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ  პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება რამდენიმე კვირის მანძილზე საკმარისი იყოს, თუმცა, მოსალოდნელია, ეს პერიოდი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ზომისა და კორსეტის ქსოვილის ხარისხის სწორი შერჩევა,რათა გამოყენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics