11:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 14:43:06, 1106 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურში მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

შრომის ინსპექციის სამსახურში მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო 2022 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგები, როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების დაცვის მიმართულებით.

„საბჭოს წევრებმა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2022 წელს გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები და დადებითად შეაფასეს უწყების საქმიანობა შეაჯამეს.

ასევე, განიხილეს ახლად დამტკიცებული რეგლამენტი სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

საბჭოს სხდომას ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის სამომავლო გეგმები.

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში, საქართველოს პარლამეტის, სახალხო დამცველის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შედიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics