12:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 11:51:37, 775 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონის გამგებელმა 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ისნის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ისნის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მან მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.

„2022 წლის განმავლობაში ისნის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, ისანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.   საგზაო ინფრასტრუქტურა 70 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;  ჯამში, ასფალტის ძველი საფარი ახლით 80 მისამართზე შეიცვალა.  გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 7 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით,  11  მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. რაიონს 31 მრავალფუნქციური სკვერი და საბავშვო მოედანი შეემატა.  

ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა და  1 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედანი და ახალი გზა ერთდროულად მოეწყო. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ.მ-ზეა განთავსებული. 6 300 კვ.მ-ზე კი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოების  საერთო  ღირებულებამ 2 332 540 ლარი შეადგინა.  

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს  180 სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. 

კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 9 ნაგებობას ჩაუტარდა, რეაბილიტირდა 51 ბრტყელი და ქანობიანი სახურავი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე, მოეწყო ლიფტი 32 მისამართზე და 16 მისამართზე სადარბაზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. 

მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც ჩაატარა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics