|
2022-12-28 16:08:47, 1619 ნახვა
სამართალი
ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და მეუღლის გაუპატიურება - პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის და ოჯახის წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და ამცირებდა მას. ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებული გააუპატიურა. „გამოძიებით ასევე დადდგინდა, რომ ბრალდებული ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა და სცემდა არასრულწლოვან შვილს. ბრალდებულის ქმედებით ორივე დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და „ზ" ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის ორი წევრის, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ) და 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარის, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე. 2022 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით მას 2 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)