12:59 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 11:42:52, 746 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - სასაცილოც კი არაა არგუმენტი, რომ საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული

წლევანდელ საახალწლო სლოგანს - "მშვიდობის ქალაქი“ არაერთი სპეკულაცია მოჰყვა - სასაცილოც კი არაა არგუმენტი თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების მიზნით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველმა ხალხმა, უკრაინელებთან ერთად, ყველაზე უკეთ იცის, თუ რა ფასი აქვს მშვიდობას. 

"ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა, განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენ შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩემთვის ცოტა უცნაური იყო როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს - "მშვიდობის ქალაქი" არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, სასაცილოც კი არაა არგუმენტი თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების მიზნით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული, ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ გაკადრებთ, მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ეს ყველაზე უკეთ ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც, ამ ახალ წელს, სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად, გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს, თუმცა, თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics