|
2022-12-28 10:28:53, 777 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს. უწყების ცნობით, 2022 წელი გამორჩეული იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიღწევების მხრივ. მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად, 116 720 ჰექტრით გაიზარდა, შეიქმნა 5 ახალი დაცული ტერიტორია, მათ შორის „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“, რომელიც პირველი სახელობითი ტერიტორიაა საქართველოში და ამავდროულად IUCN-ის ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის მეექვსე კატეგორია, რომელიც პირველად დაარსდა საქართველოში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მიღწეული შედეგები ბუნების დაცვის მიმართულებით, რაც მოიცავს ტყის აღდგენის და მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებს. საუბარი შეეხო ტყის ინვენტარიზაციას, რომელმაც წელს 33 665 ჰექტარ ფართობზე მეტი მოიცვა, ასევე ტყის მართვის გეგმების შემუშავებას და დამტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART პატრულირების სისტემის დანერგვას, რომელიც 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. SMART პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო ოპერატიულსა და ეფექტიანს ხდის რეინჯერთა პატრულირებას. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკოტურიზმის განვითარებისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა/აღდგენის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის დინამიკა პოზიტიურია და გასულ წელთან შედარებით, 54%-ით არის გაზრდილი. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეკოტურიზმის განვითარების მიზნით განახორციელა. „2022 წელი გამორჩეულია ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც - გაიხსნა წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალების ყურადღების ცენტრშია; გაიხსნა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში - ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; მოეწყო 900 კილომეტრამდე ბილიკების ქსელი, მათ შორის, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი და სხვა. შემაჯამებელ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)