|
2022-12-27 17:01:56, 1574 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილი - მიმოქცევაში გაეშვა საფოსტო მარკა, რომელიც საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ეძღვნება
2022 წლის დეკემბრიდან მიმოქცევაში გაეშვა საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული მარკა, რომლის პრეზენტაციაც დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. „საქართველოს ფოსტის" მიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი. ქართული მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა. „მიმოქცევაში გაეშვა საქართველოსა და იტალიის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მარკა, რომელიც საიუბილეოა და მასზე დატანილია ბიჭვინთის საკათედრო მონასტერი, რომელიც ესკიზის სახით აღწერა მე-17 საუკუნეში იტალიელმა მისიონერმა, ქრისტეფორე დე კასტელმა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები ფასდაუდებელია საქართველოს ისტორიისთვის და მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. ამ მარკის გამოცემა ხელს შეუწყობს ქართველი და იტალიის ხალხის მეგობრობის განმტკიცებასა და გაღრმავებას" - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ახალი მარკა მთელი ქვეყნის მასშტაბით „საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრშია ხელმისაწვდომი და საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტის" მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული, ხოლო იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის ტირაჟია 350.010 ერთეული.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)