12:59 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 16:11:26, 1166 ნახვა

საზოგადოება
იზრუნე ჯანმრთელობაზე მარტივად REDMED-თან ერთად

ყოველი ჩვენთაგანი გამუდმებით ვცდილობთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი გავხადოთ. ამის მთავარ მიზეზს კი უკანასკნელ წლებში დაჩქარებული ცხოვრების წესის გამო დროის დეფიციტი და გადაადგილების სირთულე წარმოადგენს. ექიმის, ლაბორატორიის ან აფთიაქის სახლში გამოძახება, სპეციალისტთან ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია, აპლიკაციის საშუალებით ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა, საზღვარგარეთ მყოფ სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა, ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებიც მხოლოდ ერთი პლატფორმის ქვეშ არიან გაერთიანებულები.

REDMED-ი წარმოადგენს უნივერსალურ სამედიცინო სერვისების პლატფორმას, რომელიც აერთიანებს 20-მდე სპეციალობის 300-მდე ექიმს, საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. ის მორგებულია არსებულ სფეროში აუცილებელი ყველა სახის მომსახურეობის მარტივად ხელმისაწვდომობასა, დაგეგმვასა და კომფორტულად წარმართვაზე.

REDMED-ის პლატფორმის დახმარებით პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ამ პროცესს უფრო მარტივს ხდის ლაბორატორიაში ვიზიტის დაჯავშნა ან სასურველ დროს გამოძახება სახლში აპლიკაციის დახმარებით.

აპლიკაციის კომფორტული ფორმატი სპეციალისტთან კონსულტაციის დაგეგმვაშიც გვეხმარება, რაც თავიდან გვარიდებს ქოლ ცენტრში მოლოდინის რეჟიმში ყოფნას და დროის გადამეტებულ ხარჯვას. ექიმთან კონსულტაციის დასაგეგმად საჭიროა მხოლოდ ძიების ველში ჩაწეროთ სასურველი კლინიკა, სპეციალისტი და აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო.

სპეციალისტის გამოძახება სახლში ამარტივებს მასთან კონსულტაციის პროცესს და გეხმარებათ მოახდინოთ პირდაპირი კონტაქტი წინასწარ განსაზღვრული დროით, სახლიდან გაუსვლელად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შესაძლებლობა გეძლევათ 7 დღის მანძლზე დაამყაროთ ექიმთან კონტაქტი აპლიკაციის დახმარებით. დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას REDMED-ის აპლიკაციაში მიიღებთ ექიმისგან.

დაზღვეული პაციენტებისთვის ექიმთან კონსულტაციის თანმდევ დისკომფორტს სადაზღვეო დოკუმენტაციების მენეჯმენტი წარმოადგენს. REMDED-მა ამ პრობლემასაც გამოუძებნა მოგვარების გზა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თქვენგან დამოუკიდებლად ვიზიტის შემდგომ ელექტრონულად მოგაწვდით ყველა საჭირო დოკუმენტაციას. 

REDMED-ის ერთ-ერთი უპირატესობა არის სწორედ კომფორტული აპლიკაციის მეშვეობით სააფთიაქო პროდუქტების შეკვეთა, სასურველ დროსა და ადგილას, რაც პროცესს უფრო მარტივს ხდის.

REDMED-ი ზრუნავს რათა შესაძლებლობა მოგეცეთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წამყვანი სპეციალისტებისგან ამერიკიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია. დანიშნულებებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმანტეციას კი REDMED–ის საშუალებით მიიღებთ.

გამოიყენეთ შესაძლებლობა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე უფრო მარტივად REDMED-თან ერთად, მისი ინოვაციური პლატფორმის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics