|
2022-12-27 14:33:43, 978 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ომი დიდი გამოწვევაა - მას გონივრული მართვა სჭირდება და ჩვენც ჩვენი პოლიტიკა შესაბამისად ავაწყეთ
უკრაინაში ომი ჩვენთვის არის დიდი გამოწვევა - ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენც შესაბამისად ავაწყვეთ ჩვენი პოლიტიკა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ქართული ოცნებისთვის", შექმნილ კრიზისულ პერიოდში, მთავარი ამოცანა ქვეყნის ინტერესების დაცვაა. "ჩვენ, ყველა ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ - მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა დღეს გამარჯვებული გამოვიდა ამ ეტაპზე. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია - უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის დიდი გამოწვევა. ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ქვეყანაზე, მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ურთულესი გამოწვევა. ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენც შესაბამისად ავაწყეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ, სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს ხალხს სჭირდება", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ღარიბაშვილმა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ ომი უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. "ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს", - ამბობს პრემიერ-მინისტრი.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)