|
2022-12-27 12:55:00, 768 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები, რომელშიც ათეულობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, კიდევ 150 ოჯახს დაუკანონდა
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. თბილისის მერმა კახა კალაძე და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადასცეს. „დღეს, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მინდა, მივულოცო მათ. წინასაახალწლოდ ეს ძალიან დიდი სიხარულია. ისინი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, სადაც უკვე ათეულობით წელია, ცხოვრობენ. 2017 წელს, არჩევნებში თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა და ამ პროგრამის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ. მას შემდეგ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. რა თქმა უნდა, პროგრამას ვაგრძელებთ. კერძო საკუთრებაში უკვე გადაცემულია 300 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც მანამდე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო. ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართები. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები და თბილისის რაიონების გამგებლები. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში კი დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)