04:52 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 09:31:07, 943 ნახვა

პოლიტიკა
ფეიგინი სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის გამართვის ინიციატივით გამოდიან.

ფეიგინი Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს 2023 წლის 4 იანვარს საქართველოს საელჩოებთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

"2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან. შეიკრიბეთ ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან", - წერს მარკ ფეიგინი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, მანამდე რუსმა უფლებადამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოკვლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა კი, მისი ციხეში მოწამვლა დაადგინეს. 

ფეიგინი ექსპრეზიდენტის წერილს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა გეგმის განხორციელებამდე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics