|
2022-12-26 15:59:54, 1423 ნახვა
პოლიტიკა
დმიტრი გორდონი - საქართველოს გამოჩენილი პრეზიდენტი ციხეში იწვება და სიკვდილის პირას დგას
მინდა წაგიკითხოთ ეს წერილი, რომ გაიგოთ, რამდენად საგანგაშო სიტუაცია, - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დმიტრი გორდონს წერილი გაუგზავნა, რომელსაც უკრაინელი ჟურნალისტი Youtube-ზე გამოეხმაურა. წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ციხეში მოწამლეს და მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალი იქნება - "მაღალი რანგის ამერიკელი ტოქსიკოლოგები უტყუარად ამტკიცებენ, რომ მე მომწამლეს ციხეში შხამიანი ნივთიერებების მინარევით, რასაც უნდა მოვეკალი. დავკარგე გონება, მაგრამ არ მოვკვდი, თუმცა დამრჩა უამრავი სიმპტომი. მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მადლობელი ვიქნები, თუ ამ საკითხით დაინტერესდები". დმიტრი გორდონი მოუწოდებს ყველას, ვისაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ეხებოდეს, რომ დაეხმარონ მას და გადაიყვანონ სამკურნალოდ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან შეერთებულ შტატებში. "მთელი მსოფლიო გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გამოჩენილი ქართველი პრეზიდენტი, ავტორი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისა, მიხეილ სააკაშვილი იტანჯება ციხეში და სიკვდილის ზღვარზე იმყოფება. ყველას ვთხოვ, ვისზეც არის დამოკიდებული, უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, გადაიყვანეთ სამკურნალოდ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან აშშ-ში. აუცილებელია ამ ადამიანის გადარჩენა. უთხარით მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს გამოჩენილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში იწვება და სიკვდილის პირას დგას, თუ მსოფლიო არ გადაარჩენს სააკაშვილს, მსოფლიო ამას ინანებს“, - განაცხადა გორდონმა. გორდონი ასევე აფასებს ექსპრეზიდენტის მმართველობის პერიოდს და ამბობს, რომ "როდესაც სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, ამ ქვეყანამ უზარმაზარი სისწრაფით დაიწყო ცვლილება და სულ რამდენიმე წელიწადში ყველამ ნახა ტრანსფორმაცია". ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი გადაცემაში ახსენებს ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც "პუტინის მეგობარ ოლიგარქს, რომელმაც დიდი ფული ჩადო გამარჯვებაში".
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)