|
2022-12-23 17:17:55, 1301 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი - ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს
თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ამ დანაშაულს საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩის თქმით, სააკაშვილის სიკვდილი გახდება მძლავრი ფაქტორი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მასობრივი არეულობები, რევოლუცია და ასე შემდეგ. „სააკაშვილი ავად არის და ნელი სიკვდილით კვდება, საქართველოს ხელისუფლებას კი არ სურს, რომ იფიქროს, რა იქნება ამის შემდეგ. თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის, რომ ეს მათ მოკლეს ყოფილი პრეზიდენტი და ამ დანაშაულს ისინი ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავენ. გარდა ამისა, ეს გახდება მძლავრი ფაქტორი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მასობრივი არეულობები, რევოლუცია და ასე შემდეგ. ეს თუ არა, არჩევნებზე ითამაშებს დიდ როლს ეს ფაქტორი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ისინი ამ დანაშაულს ვერ ჩამოირეცხავენ. სწორედ აქ ჩნდება შეკითხვა - ვისი ეშინიათ მათ? პასუხი კი არის, რომ მათ ეშინიათ ადამიანის, რომლისაც უკვე მალე აღარ შეეშინდება სომხეთს. უფრო სწორად, სომხეთს უკვე მისი აღარ ეშინია. ესე იგი, რუსეთს საქართველოს 30 თუ 25 პროცენტის ოკუპაცია უნდა მოეხდინა, რომ მისი ხელისუფლება ასე დაწოლილიყო მის ქვეშ?“,- განაცხადა არესტოვიჩმა. არესტოვიჩის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა ქვეყანას „აურაცხელი უბედურება“ მოუტანა, საქართველო ახლა „აბსოლუტურად პრორუსულ კურსს“ ატარებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)