|
2022-12-23 13:13:03, 1525 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, სოფელ ერისიმედში ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - „იდეათეკა“ გაიხსნა
„საქართველოს ბანკის“ პროექტ „იდეათეკის“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, რიგით მეთოთხმეტე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე სოფელ ერისიმედში გაიხსნა. სწორედ ამიტომ, პროექტი „იდეათეკა“, ერთი მხრივ, ქმნის მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს აქვთ წვდომა მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა შემეცნებით რესურსებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე, მეორე მხრივ კი, აყალიბებს სივრცეს დისკუსიებისთვის, შეხვედრებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლებას, ეხმარება მათ ინტერესების გაღვივებასა და მომავალი პროფესიების შერჩევაში. დღეს, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, საქართველოს 6 რეგიონში 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე. თუმცა, ეს „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. „საქართველოს ბანკის“ მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიღების თანასწორი შესაძლებლობების შექმნაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, გავზარდოთ ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თანამედროვე რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებასა და პროფესიულ ზრდას, არამედ გრძელვადიან პერიოდში საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნის წინაპირობა გახდება“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა“ პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 13 სკოლაში უკვე გაიხსნა იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7 000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში (დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი); თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლებში;
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)