10:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 09:15:31, 1438 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - დოკუმენტი უკრაინისა და საქართველოს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის 2023 წლის მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, საიდანაც 45 მილიარდი დოლარი უკრაინის და ვაშინგტონის მოკავშირეების დაფინანსებაზეა გათვლილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე 23,5 მილიარდი დოლარია გათვლილი. საერთო ჯამში კი, უკრაინის ომთან დაკავშირებული მუხლი, რომელიც მოიცავს სამხედროების წვრთნას, აღჭურვას, ლოჯისტიკას, სადაზვერვო მხარდაჭერას და ასევე მარაგების შევსებას, ითვალისწინებს 44,9 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

გარდა ამისა, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწერო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics