10:36 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 22:21:17, 832 ნახვა

პოლიტიკა
ხერხეულიძე - როგორც რუსეთს ეგონა რომ სამ დღეში კიევს აიღებდა, ასე ეგონათ, რომ ერთ კვირაში „ენმ“-ს არჩევნები დასრულდებოდა

მე ვერ წარმომიდგენია, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხედა, იმან როგორ უნდა აწარმოოს არჩევნები და როგორ უნდა ვაწარმოოთ კამპანია, მე უბრალოდ ეს არ ვიცი. ვინმეს თუ ზებუნებრივი ძალები აქვს, რომ ამ ყველაფერსაც გაუძლოს და არჩევნების კამპანიისთვისაც იზრუნოს, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, მორალურად შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილს უყურო და ამის პარალელურად შეგწევდეს ძალა, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოვო. მან დასძინა რომ, როგორც რუსეთს ეგონა რომ სამ დღეში კიევს აიღებდა, ასე ეგონათ მმართველ პარტიაში, რომ ერთ კვირაში დასრულდებოდა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში და ეს იყო მცდარი შეხედულება.

"მე ვერ წარმომიდგენია, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხედა, იმან როგორ უნდა აწარმოოს არჩევნები და როგორ უნდა ვაწარმოოთ კამპანია, მე უბრალოდ ეს არ ვიცი. ვინმეს თუ ზებუნებრივი ძალები აქვს, რომ ამ ყველაფერსაც გაუძლოს და არჩევნების კამპანიისთვისაც იზრუნოს, ეს ჩემს ძალებს აღემატება. მაგრამ უნდა ითქვას აქვე, რომ ამ იდეის ავტორებს არ ეგონათ, რომ ასე შორს გადაიწევდა არჩევნების თარიღი, რომ თავისი პროცედურები დასჭირდებოდა და ა.შ. როგორც რუსეთს ეგონა რომ სამ დღეში კიევს აიღებდა, ასე ეგონათ, რომ ერთ კვირაში დასრულდებოდა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში და ეს იყო მცდარი შეხედულება, რა თქმა უნდა. " - განაცხადა ხერხეულიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics