11:45 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 15:50:41, 806 ნახვა

პოლიტიკა
მელია - თუ განაჩენი სააკაშვილის სასარგებლოდ გამოვა, მაგრამ ეს იქნება დროში გაწელილი, ესეც შეიძლება საბედისწერო იყოს

თუ განაჩენი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გამოვა, მაგრამ ეს იქნება დროში უსაშველოდ გაწელილი, ესეც შეიძლება იყოს საბედისწერო,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

მელიამ აღნიშნა, რომ ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი სწრაფად დასრულდეს.

"„ქართული ოცნების" დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან და ზოგადად, ადამიანის სიცოცხლესთან, განსაკუთრებით თუ ეს ოპონენტს ეხება, ცნობილია. ყველა ის ადამიანი და მოქალაქე, ვინც თავს ობიექტურად მიიჩნევს, სჯეროდა იმ რეალობის, რა რეალობაშიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი. ახლა ძალზე მნიშვნელოვანი არის, რომ ძალზე სწრაფად დასრულდეს  ეს სასამართლო პროცესი, ცალსახად ჩანს განზრახვა ხელოვნურად პროცესების დროში გაწელვისა. ასეთ შემთხვევაში, თუ დამაკმაყოფილებელი განაჩენი გამოვა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, მაგრამ ეს იქნება დროში უსაშველოდ გაწელილი, ესეც შეიძლება უკვე იყოს საბედისწერო. ამიტომაც, როგორც აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება არის საზიანო, ასევე დროში გაწელილი სწორი გადაწყვეტილებაც", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
დრონებმა თათრეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას თავს დაესხნენ, 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics