|
2022-12-22 00:54:00, 820 ნახვა
ზელენსკიმ ბაიდენს მედალიონი და ბახმუტიდან მებრძოლის წერილი გადასცა - ვიდეო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბაიდენს HIMARS-ის ბატარეის უკრაინელი მეთაურის მედალი გადასცა. ” დაუმსახურებელია, მაგრამ მე ვაფასებ ამას”, - თქვა ბაიდენმა. ზელენსკიმ აშშ-ს ლიდერს ასევე მისცა მებრძოლის წერილი ბახმუტიდან, ეს ქალაქია ფრონტის ხაზზე, რომელსაც ზელენსკი გუშინ ესტუმრა. პრეზიდენტმა ბაიდენმა დასძინა, რომ უკრაინელი ხალხი "შთააგონებს მთელ მსოფლიოს" და დაჰპირდა ქვეყანას შემდგომ მხარდაჭერას. "ჩვენთვის პატივია, რომ თქვენს გვერდით ვიყოთ პუტინის სასტიკ ომში. 300 დღე - ძნელი დასაჯერებელია, რამდენ ხანს ვცხოვრობთ ამაში. სასტიკი თავდასხმა უკრაინის სახელმწიფოდ არსებობის უფლებაზე გრძელდება, თავდასხმა უდანაშაულო უკრაინელებზე. მიზეზი, გარდა დაშინებისა, არაფერია“, - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბაიდენმა მიიწვია ზელენსკი, რადგან მას სჯერა, რომ უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა, განუცხადა ჯონ კირბიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა CNN This Morning-ს.
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)