|
2022-12-21 19:05:04, 881 ნახვა
პოლიტიკა
შოიგუ - უკრაინის მთავრობა აკრძალული მეთოდებით მოქმედებს, ამაში ხელს დასავლეთი უწყობს
უკრაინის მთავრობა აკრძალული მეთოდებით მოქმედებს, ვგულისხმობ ტერაქტებს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას და შეკვეთილ მკვლელობებს. დასავლეთი ცდილობს ამაზე თვალი დახუჭოს, ისევე როგორც ატომური შანტაჟის ელემენტებზე, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ხელსაყრელი, მათ ეს სჭირდებათ გლობალური დომინირების შესანარჩუნებლად და სხვა ქვეყნების დასასუსტებლად. მან დასძინა, რომ მერკელისა და პოროშენკოს აღიარების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების წყარო არა რუსეთი, არამედ დასავლეთის მიერ 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება გახდა, რამაც გამოიწვია დონბასის შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი. "უკრაინაში რუსული არმიის წინააღმდეგ დასავლეთის გაერთიანებული ძალები იბრძვიან, კიევის რეჟიმს იარაღს აწვდიან და წვრთნებს ატარებენ, გზავნიან კილერებს და ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებენ. უკრაინის მთავრობა აკრძალული მეთოდებით მოქმედებს, ვგულისხმობ ტერაქტებს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას და შეკვეთილ მკვლელობებს. დასავლეთი ცდილობს ამაზე თვალი დახუჭოს, ისევე როგორც ატომური შანტაჟის ელემენტებზე. არსებული ვითარება ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს აწყობს. მათ ეს გლობალური დომინირების შესანარჩუნებლად და სხვა ქვეყნების, მათ შორის პარტნიორების დასასუსტებლად სჭირდება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასავლეთის მცდელობა, ჩვენი დასუსტების მიზნით უკრაინის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მერკელისა და პოროშენკოს აღიარების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების წყარო არა რუსეთი, არამედ დასავლეთის მიერ 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება გახდა. ეს გახდა დონბასის შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი მიზეზი. სამხედრო ოპერაციის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ნატოს ოფიცრები, არტილერისტები და სამხედრო სპეციალისტები იმყოფებიან. ამასთან აქტიურად ახორციელებენ საინფორმაციო ომს. იყენებ ბეჭდვით და სატელევიზიო მედიას. დასავლეთი მხარს უჭერს კიევის ნაცისტურ რეჟიმს", - განაცხადა შოიგუმ.
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)