04:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 16:42:35, 1735 ნახვა

ომი უკრაინაში
ვასილ მალიუკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე - რუსეთმა უკვე 22 მოქალაქე დააკავა, მათ აწამებენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ფსევდოგამოძიების ფარგლებში რუსეთის 22 მოქალაქეა დაკავებული. 

როგორც მალიუკიმ ტელეარხ "1+1" -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსები მათ აწამებენ და პოლიგრაფიულ გამოკვლევებს უტარებენ.

SBU-ს ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ ომის ყველა კანონის თანახმად, უკრაინას უნდა გაეჭრა რუსეთის ისეთი ლოგისტიკური მარშრუტი, როგორიცაა ყირიმის ხიდი. 

„საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით, ომის წეს-ჩვეულებებით და ოპერატიული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვიყავუთ იქ გაგვეწყვიტა მტრის ლოგისტიკა.

თუმცა დღეს ამაზე ვერანაირად ვერ გავაკეთებ კომენტარს. დროთა განმავლობაში ყველაფერი ცნობილი გახდება. ვნახოთ თავად რუსები რას მოიმოქმედებენ. ყველა დეტალს ჩვენი გამარჯვების შემდეგ გავიგებთ", - განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. 

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ  ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა .

ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ  განაცხადა , რომ ყირიმის ხიდზე სავარაუდოდ სატვირთო მანქანა აფეთქდა. იმავდროულად, "ყირიმის პარლამენტის" ე.წ. ხელმძღვანელმა კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე გზის საფარი  "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანა .

ყირიმის ხიდზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ვლადიმერ  პუტინს აცნობეს  და მან სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics