15:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 13:15:29, 1089 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს არც აქ და არც ციხეში არ უნდა იყოს, ეს არ დაუმსახურებია

მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც ალასანიამ "ვივამედში" მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილმა სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა.

"მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა", - უთხრა პრეზიდენტის დედამ მედიის წარმომადგენლებს.

ალასანია ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწამვლის საკითხზე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას და თქვა, რომ მალხაზ ურთქმელიძის განმარტება მისთვის მისაღები არ არის.

„ეს განმარტება ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენ გვაქვს კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. ეს დასკვნა სწორი არ არის, ვერაფერს დაამტკიცებს. თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს მიუტანოს“, - აცხადებს ალასანია.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა არ დასტურდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics