|
2022-12-20 19:33:46, 1961 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი სააკაშვილის კადრებზე - ეს სერიოზული იდეოლოგიური საჩუქარია პუტინისთვის
მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს ჩემი აზრით, კარგ კანონპროექტებს მათ შორის, არ უნდა აკეთებდე ამას იმ ხალხთან, რომელიც აწამებს მეორე ადამიანს, შემდეგ უღებს ვიდეოს და უგზავნის რუსეთს, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც მარგველაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის დასჯის და წამების კადრების გავრცელება არის პუტინის სიტყვის შესრულება, რომელმაც თავად ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის დასჯა და ამას მმართველი პარტიის დახმარებით აკეთებს. მან დასძინა, რომ ეს პუტინისთვის რიგით მეორე იდეოლოგიური საჩუქარია საქართველოს მხრიდან. "მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს ჩემი აზრით, კარგ კანონპროექტებს მათ შორის, არ უნდა აკეთებდე ამას იმ ხალხთან, რომელიც აწამებს მეორე ადამიანს, შემდეგ უღებს ვიდეოს და უგზავნის რუსეთს, რომ შემდეგ იმათ გაიხარონ, რომ პუტინის სიტყვა ბოლოს მაინც გადის. მანდ მთავარი მხოლოდ იდეოლოგიური ხაზია. დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაშია რუსეთი და სრულიად ნელ-ნელა ინგრევა, მათი პროპაგანდისტული მანქანა, მაგრამ ნახეთ ეს რა არის, როდესაც, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გაუგზავნი, რომ თქვა პუტინმა, რომ მე მაგას დავსჯი და ნახეთ, მაინც დაასჯევინა და იცინეთ დასჯილ პუტინის მტერზე...ეს ძალიან სერიოზული იდეოლოგიური საჩუქარია უკვე მეორედ პუტინისთვის, რომელსაც იდეოლოგიურად უკვე ძალიან უჭირს" - განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)