|
2022-12-20 16:13:05, 1454 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - უნდა ეს „ოცნებას“ თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა და სინათლეს შორის
ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს „ქართულ ოცნებას“ თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა (პუტინს) და ისტორიულ სინათლეს (ზელენსკი) შორის,- ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. გვარამიას თქმით, დღეს სააკაშვილის გადარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის და ეს საკითხი ისტორიულ სიბრტყეში ძევს და საქართველოს ისტორიულ არჩევანს განსაზღვრავს. „მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით საზღვარგარეთ ტრანსფერთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ზელენსკი დღეს არის მსოფლიოს მორალური ლიდერი. თუ ვინმეს შეიძლება ანტი-პუტინი ერქვას, ეს სწორედ ზელენსკია. მეტიც, ისეთი სისწრაფით მიდის პუტინის მარგინალიზაციისა და ზელენსკის სიმბოლიზაციის პროცესები, რომ მალე პუტინს დავარქმევთ ანტი-ზელენსკის. ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს "ქართულ ოცნებას" თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა (პუტინს) და ისტორიულ სინათლეს (ზელენსკი) შორის. ასეთია მოცემულობა, და ვინ ეთანხმება ამას და ვინ არა, ამით ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება. დღეს სააკაშვილის სიცოცხლე მხოლოდ სააკაშვილს არ ეკუთვნის. დღეს სააკაშვილის გადარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის. ეს საკითხი ისტორიულ სიბრტყეში ძევს და საქართველოს ისტორიულ არჩევანს განსაზღვრავს. და ბოლოს, როცა პრეზიდენტები სხვა ქვეყანას მიმართავენ, ისინი, პირველ რიგში, მიმართავენ თავის Vis à vis, ანუ მეორე ქვეყნის პრეზიდენტს. აქ შევჩერდები, მგონი ისედაც გასაგებია, რასაც ვგულისხმობ. დავამატებ მხოლოდ ერთს: "ქართული ოცნება" და მისი სასამართლო სააკაშვილს არ გაუშვებს. პარადოქსია, მაგრამ ზელენსკის განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად "არ გაუშვებს",- წერს გვარამია. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)