|
2022-12-20 14:39:35, 1545 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა „ბიოქიმფარმის" ფაგების მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიოფარმაცევტული კომპანია „ბიოქიმფარის" ბაქტერიოფაგების ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფაგის პრეპარატების პირველი ინდუსტრიული მასშტაბის მწარმოებელი ქარხნის გახსნას, რომელიც სტერილური (ასეპტიკური) წარმოების გაიდლაინებს აკმაყოფილებს, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, FAO-ს პროექტების კოორდინატორი საქართველოში ხავიერ სანზ ალვარესი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე. ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის, EBRD-ისა და FAO-ს ხელშეწყობით 17,5 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი განახორციელა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა" საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების მხარდაჭერასთან ერთად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიების მხარდაჭერა. „ჩვენი სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე „აწარმოე საქართველოში" მუდმივად ახორციელებენ მსგავსი კომპანიების ინიციატივების იდენტიფიცირებას და მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. ამ კუთხით, როგორც იცით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. ამიტომ მისასალმებელია, რომ ის ტრადიციები, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში შექმნილი პროდუქტი არის საექსპორტო და საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამ საწარმოს მეშვეობით ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში. სახელმწიფო კი კვლავაც გააგრძელებს მსგავსი ტექნოლოგიური საწარმოების და ტექნოლოგიური პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „ბიოქიმფარმის" ახალმოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა. ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიოს მასშტაბით. „ბიოქიმფარმი" ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100 წლიან გამოცდილებას.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)