16:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 12:18:12, 767 ნახვა

საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტოს მდინარის კალმახის საშენში ნაკადულის კალმახის ქვირითის აღებისა და განაყოფიერების პროცესი მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.  

უწყების ცნობით, სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება ხდება საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის  ბუნებაში აღდგენის მიზნით.  

„ნაკადულის კალმახის საშენში ქვირითობის პერიოდი დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე  მიმდინარეობს, რა დროსაც კალმახის ქვირითის აღება და განაყოფიერება ხელოვნურად ხდება. ხოლო შემდეგ, იგი საინკუბაციო მოწყობილობაში თავსდება. აღნიშნულ პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი მონაწილეობდა.

მდინარის კალმახის საშენში არსებულ შენობა კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზებია განთავსებული. აღნიშნული საინკუბატორო ნაგებობა სააგენტოს საშუალებას აძლევს გამოჩეკილი ლიფსიტების რაოდენობა 500 000-ზე მეტი იყოს. 2022 წელს, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ბუნებაში აღდგენის მიზნით, „წითელი ნუსხის“ სახეობის მდინარის კალმახით 30-მდე მდინარე და ტბა 500 000-მდე ლიფსიტითა და ლავრით  დაათევზიანა; მათ შორის, დაცული ტერიტორიების მდინარეებში 100 000-ზე მეტი ლიფსიტით გაუშვეს. თევზების მეთვალყურეობა ფოტო და ვიდეო ხაფანგებით ხდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics