|
2022-12-20 11:10:53, 1816 ნახვა
პოლიტიკა
დავით სანაკოევი - ჰააგის სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება
ჰააგის სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტია,- ასე გამოეხმაურა ოკუპირებილი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევი, რამდენიმე დღის წინ ჰააგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სანაკოევის თქმით, საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს, ოსეთი აღმოჩნდა მსხვერპლი, საქართველო კი აგრესორი. „ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ასე სწორედ ახლა დასრულდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად. საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს, ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი, საქართველო კი აგრესორი, ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სურს დამნაშავეებად ჩვენ გამოგვიყვანოს, რუსეთი კი -აგრესორად, რომელიც საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს დაესხა“,- განაცხადა სანაკოევმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია Tass-თან საუბრისას. ცნობისთვის, სანაკოევი, აგვისტოს ომის დროს – ბრალდებულია ომის დანაშაულებში, კერძოდ კი მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში. შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა. განცხადების მიხედვით, გამოძიების დაწყებიდან, ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)