16:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 10:38:47, 780 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ აზარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო.  

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის დაწყებულ რეფორმებს. ასევე, განიხილეს სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა და დევნილთა განსახლების პროექტი, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 13 000 ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას გულისხმობს. 

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ შორისაა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ჯანდაცვის სისტემის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობას, რომელიც ევროკავშირის ჩართულობითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით შექმნილ 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა,  უწყება, მთელ რიგ რეფორმებს, სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს. 

ზურაბ აზარაშვილმა, პაველ ჰერჩინსკის, ჰოსპიტალურ სექტორში დაგეგმილი რეფორმაც გააცნო, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისათვის, 2025 წლიდან, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics