|
2022-12-19 21:47:26, 2207 ნახვა
კომენტარი
ამერიკელი ექიმი სააკაშვილზე - დავადგინე, რომ მას აქვს მწვავე პოსტ-ტრავმული აშლილობა
მე გამოვკითხე პრეზიდენტი, ვფიქრობ პირველი ამერიკელი ექიმი ვიყავი, რომელმაც ეს გააკეთა. დავადგინე, რომ მას აქვს მწვავე პოსტ-ტრავმული აშლილობა, რაც ციხეში არასათანადო მოპყრობის ბრალი უნდა იყოს, - განაცხადა ამერიკელმა ექიმმა ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა. მისივე თქმით,მისივე თქმით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ მას არ გაათავისუფლებენ და არ მოხდება მისი ისეთ დაწესებულებაში მოთავსება, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. მან დასძინა, რომ 22 დეკემბერს თბილისში ჩამოვა და მოსამართლეს ამ ინფორმაციას მიაწვდის. "მე გამოვკითხე პრეზიდენტი, ვფიქრობ პირველი ამერიკელი ექიმი ვიყავი, რომელმაც ეს გააკეთა. დავადგინე, რომ მას აქვს მწვავე პოსტ-ტრავმული აშლილობა, რაც ციხეში არასათანადო მოპყრობის ბრალი უნდა იყოს. ასევე აღმოვაჩინე რომ მას აქვს ძალიან უჩვეულო პრობლემები მეხსიერებასთან. ასევე ნევროლოგიური პრობლემები და ასევე დავადგინე, რომ აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, რაც მთავარი მიზეზია ამ სწრაფადგანვითარებადი დემენციისა. როგორც მე მესმის და რასაც ვკითხულობ სამედიცინო დასკვნებში, მისი მდგომარეობა უარესდება, ის სუსტდება და ადვილად ღიზიანდება და ეს მის ნერვულ სისტემას და ფსიქიკას ანგრევს. ჩემი პროგნოზია, რომ მისი მდგომარეობის გაუარესება კიდევ გაგრძელდება, თუ მას არ გაათავისუფლებენ და არ მოათავსებენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. ასეთი დაწესებულება შეიძლება იყოს შეერთებულ შტატებში და ევროპაში. 22 დეკემბერს მე ჩამოვალ თბილისში და მოსამართლეს ამ ინფორმაციას მივაწვდი. მზად ვარ, დავიკითხო სასამართლოზეც" - განაცხადა ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)