|
2022-12-19 17:48:55, 1700 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფომ დაიბრუნა „ხუდონჰესის" პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, მისი განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს იბრუნებს. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორ კომპანიასთან - სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი და მისი განხორციელება უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მისი განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა - ასეთი მსხვილი, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, მომავალში საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის „ენგურჰესის" მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაესრულებინა კონტრაქტი, პოზიტიურად გადაწყდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, მისი ინფორმაციით, პროექტი უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოცხადდება. „ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია - საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)