17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 16:50:45, 885 ნახვა

საზოგადოება
მეგო ბარათი, ბაზისბანკის საკრედიტო ბარათი ახალი დიზაინით და პირობებით

19 დეკემბრიდან, ბაზისბანკი, საქართველოში პირველ საკრედიტო მეგო ბარათს, ახალი დიზაინითა და გაუმჯობესებული, კლიენტის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.

საკრედიტო ბარათი იდეალური საშუალებაა შოპინგის ან გაუთვალისწინებელი ხარჯის დროს, როდესაც ხელფასამდე ცოტა დროა დარჩენილი. მეგო ბარათის მეშვეობით კი, მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლოს 55 დღიანი უპროცენტო საშეღავათო პერიოდით, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება და მიიღოს ქეშბექი, ათვისებული თანხის 1%-ის ოდენობით.

მეგო ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ყველაზე მაღალი, 30,000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ყოველთვიური შენატანის ოდენობა კი ათვისებული თანხის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ბარათის ერთ-ერთ უპირატესობას, ბაზარზე არსებულ ბარათებთან შედარებით, ბანკომატში განაღდების დაბალი საკომისიო განაპირობებს, რაც 2.5%, მინიმუმ 1 ლარია.

„ბაზისბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა, შესთავაზა მომხმარებელს ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი საბანკო პროდუქტი - საკრედიტო ბარათი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ მეგო ბარათს მიეღო ახალი, თანამედროვე ვიზუალი და, ამასთანავე, მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. დღეიდან კი, ამაყად შეგვიძლია შევთავაზოთ სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათი, რომელიც ითვალისწინებს მათ ინტერესებს და, პირობებისა და მოქნილობის კუთხით, კონკურენტუნარიანია ბაზარზე არსებულ საკრედიტო ბარათებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მეგო ბარათი სრულად გაამართლებს მომხმარებლის მოლოდინებს.“ - ბაზისბანკის პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარეხ საჯაია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics