18:38 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 14:20:37, 879 ნახვა

სარჯველაძე ომბუდსმენზე - რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი ინარჩუნებს თავდაპირველ პოზიციას და ეს ყველაფერი ულტიმატუმს ჰგავს

„რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს. ულტიმატუმს რომ რომელიღაც კონკრეტული კანდიდატების ირგვლივ თუ არ მოხდებოდა შეთანხმება მათ არ აქვთ სხვა არჩევანი და მზადყოფნა რომ დისკუსიაში და მოლაპარაკებაში შემოვიდნენ“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე ასეთი მოცემულობის შემთხვევაში გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა შეეცდებიან აირჩიონ ნაკლებად ყველასთვის მისაღები კანდიდატი. 

„ახლა ისინი იმ მდგომარეობაში არიან როდესაც ცდილობენ, რომ სააკაშვილთან ერთგულების უფრო მაღალი ხარისხი რომელ გუნდს აქვს, ამაზე ითანამშრომლონ და ამის მიხედვით შიდა პარტიულ არჩევნებში ამომრჩეველზე გარკვეული ეფექტი მოახდინონ. როგორც ჩანს ამით არის განპირობებული, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ისეთი დესტრუქციული და რადიკალური მოწოდებები, როგორიც არის მაგალითად მანდატების დატოვება და ცალკეული ადამიანების შიმშილობის გამოცხადება. 

ასეთი მოცემულობის შემთხვევაში რა თქმა უნდა გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩვენ რასაკვირველია შევეცდებით ყველაფერს საიმისოდ, რომ რეალურად შედეგიანი აღმოჩნდეს ჩვენი მცდელობა, რომ ავირჩიოთ ალბათ ნაკლებად ყველასთვის მისაღები კანდიდატი.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics