17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 11:19:40, 1011 ნახვა

საზოგადოება
ჯიშკარიანი - არ არის გამორიცხული, რთულ ნაერთთან გვქონდეს საქმე, სააკაშვილი დეტოქსიკაციას საჭიროებს

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას საჭიროებს  დეტოქსიკაციას და ეს ძალიან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს",- ამის შესახებ ცენტრი "ემპათიის" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. 

ჯიშკარიანი ვარაუდობს,  რომ ამდენი მეტალის აღმოჩენა მცირე რაოდენობით, მიუთითებს ექსპრეზიდენტის ორგანიზმში უცნობი ნაერთის არსებობაზე. 

"როგორც ფიზიკური, ასევე ნევროლოგიური სიმპტომების კორელაცია ტოქსიკოლოგის დასკვნასთან და იმ მეტალებთან, რომელიც იქნა აღმოჩენილი, დიდი ალბათობით, პირდაპირ მიუთითებს ინტოქსიკაციაზე. თუმცა, ამდენი მეტალის აღმოჩენა მცირე რაოდენობით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს რაღაც ნაერთთან, რომელიც ჩვენთვის უცნობია. 

"ვივამედის" კლინიკას აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა, გერმანიაში და იქ არის აღმოჩენილი ძალიან მცირე რაოდენობით ოთხივე მეტალი - დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი და თალიუმი. შემდგომში უკვე თმის ღერზე ჩატარდა ანალიზი, იქ აღმოჩენილია არის ვერცხლისწყალი, ბისმუთი და ბარიუმი. ფრჩხილში აღმოჩენილია - მანგანუმი და კადმიუმი. ასე, რომ აქ არ არის  გამორიცხული, რომ რაიმე რთულ ნაერთთან გვქონდეს საქმე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას საჭიროებს  დეტოქსიკაციას და ეს ძალიან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რადგან ეს ტოქსიკური აგენტი განაგრძობს მოქმედებას ორგანიზმში და ანგრევს, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ნევროლოგიას",- ამბობს ჯიშკარიანი. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics